სალომე ზურაბიშვილი თენგიზ ცერცვაძეს დაბადების დღეს ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი თენგიზ ცერცვაძეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

„ბატონო თენგიზ, გილოცავთ დაბადების დღეს! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ!

თქვენი დამსახურება ჩვენი საზოგადოების წინაშე დიდია! თქვენ ამ ქვეყანას თავიდან ააცილეთ და აცილებთ უმძიმეს შედეგებს, უმკლავდებით ურთულეს გამოწვევებს!

თქვენ მიერ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული საქმის სია გრძელი და შეუფასებელია! ეს არის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრი, აივ ინფექციის/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების სამეცნიერო და კლინიკური შესაძლებლობების განვითარება, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და ა.შ.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი მადლიერება თქვენდამი და გისურვოთ დიდხანს თქვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნა!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.