სალომე ზურაბიშვილი - თბილისი თავად გაიტანს მსოფლიოში თავის ამბავს, იმდენად ულამაზესია
სალომე ზურაბიშვილი - თბილისი თავად გაიტანს მსოფლიოში თავის ამბავს, იმდენად ულამაზესია

ორბელიანი მოედნის რეაბილიტაცია პირველ რიგში თბილისის მერისა და მისი გუნდის დამსახურებაა, – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, ორბელიანის განახლებული მოედნის საზეიმო გახსნისას.

„ჩვენ ვიცით ხშირად წუწუნი, ბევრი რამე არ მოგვწონს, ბევრი რამე არ არის ისეთი, როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ არის ისეთი, როგორსაც ვისურვებდით. დღეს არის ასეთი დღე, როცა მართლაც ისე გაკეთდა, როგორც ოცნებებში დავინახავდით. ყოველდღიურად ვუყურებდი, აქ რა ხდებოდა. ვინმე დღეს თუ იკითხავს, რატომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში, მიდით და ნახეთ, ეს უბანი როგორი არის და თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი, თქვენი უბანი. ეს არის მართლაც თბილისელების უბანი, თბილისისთვის ცენტრი“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, თბილისი თავად გაიტანს მსოფლიოში თავის ამბავს, იმდენად ულამაზესია.

„მინდა, დავამთავრო იმით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი მეყვავილეების გამო. წუხდნენ, ეშინოდათ, რა მოგვივიდოდა. როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრი ეჭვი იყო, რომ ვაიმე, ჩვენ გაგვაგდებენ. გაგვაგდებენ კი არა, ულამაზესი ადგილია მათთვის მოწყობილი. ამითიც ეს უბანი იქნება ძალიან ლამაზი, თავისი ყვავილებით მორთული. გილოცავთ თბილისელებო, გილოცავთ სრულიად საქართველო, გილოცავთ ბატონო კახა, თქვენ უკვე ხართ შესული იმ დიდ მერებთა შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს, გაამწვანეს. მადლობა ამისთვის“,-აღნიშნა სალომე ზურაბაშვილმა.