სალომე ზურაბიშვილი TAV Georgia-ს აქციონერი ფრანგული სახელმწიფო კომპანიის, Groupe ADP-ის პრეზიდენტს ესაუბრა
სალომე ზურაბიშვილი TAV Georgia-ს აქციონერი ფრანგული სახელმწიფო კომპანიის, Groupe ADP-ის პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფრანგული სახელმწიფო კომპანიის, Groupe ADP-ს პრეზიდენტს, ოგუსტინ დე რომანეს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა Groupe ADP-ის პრეზიდენტთან, რომელიც TAV Airports-ის მთავარ აქციონერს წარმოადგენს, უცხოელი ტურისტების მიმოსვლისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები განიხილა.

„ADP Group-ი ფრანგული სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია და იგი თავის მხრივ, TAV Georgia-ს სახელით ოპერირებას უწევს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.