სალომე ზურაბიშვილი – სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრა პოზიტიური ნაბიჯია რეგიონული სტაბილურობისთვის, ასევე გამოხატავს თბილისის ისტორიულ როლს რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში შეხვედრას.
მისივე თქმით, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი რეგიონული სტაბილურობისთვის და ამავდროულად გამოხატავს თბილისის ისტორიულ როლს რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„მივესალმები სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი რეგიონული სტაბილურობისთვის, მაგრამ ის ასევე გამოხატავს, თბილისის იმ ისტორიულ როლს, რომელიც რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობას უკავშირდება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
I welcome the meeting of the Foreign Ministers of Armenia and Azerbaijan in Tbilisi. This is a positive step for regional stability, but it also expresses Tbilisi’s historical role as a promoter of peace in the region.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 18, 2022