სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში ერთსიტყვიანი პოსტების ტრენდს შეუერთდა
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში ერთსიტყვიანი პოსტების ტრენდს შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში ერთსიტყვიანი პოსტების ტრენდს შეუერთდა.

„დამოუკიდებლობა“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

ბოლო ორი დღეა, „ტვიტერში“ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კომპანიები ერთსიტყვიან პოსტებს აქვეყნებენ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაწერა – „დემოკრატია“, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ – „თავისუფლება“, „ნასამ“ – „სამყარო“, „ვაშინგტონ პოსტმა“ – „ნიუსი“. ეს ტრენდი მატარებლის კომპანია Amtrak-ის მიერ „ტვიტერზე“ შეცდომით გამოქვეყნებულ ტვიტს მოჰყვა. კომპანია Amtrak-ის გვერდზე ერთსიტყვიანი პოსტი გაჩნდა – „მატარებლები“.