სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიული კომპანიის, Stadler Rail-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიული კომპანიის, Stadler Rail-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიული კომპანიის, Stadler Rail-ის აღმასრულებელ დირექტორს, პიტერ სპულერს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სუბარი შეეხო კომპანია Stalder Rail-ის საინვესტიციო გეგმებს საქართველოში, სარკინიგზო მატარებლების მოდერნიზაციისა და ადგილობრივი წარმოების საკითხებს.

„შეხვედრისას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, პიტერ სპულერმა ისაუბრა მატარებლებისა და საჭირო ნაწილების ადგილობრივი ასაწყობი ხაზის შექმნის შესაძლებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მატარებლების პარკის მოდერნიზებას, სარკინიგზო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ადგილობრივი სპეციალისტების დასაქმებას.

პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს მიმართ გამოცდილი კომპანიის ინტერესს და აღნიშნა, რომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იქნას გაწეული, რათა მოვიზიდოთ მეტი უცხოური ინვესტიცია, მათ შორის ევროპული ბაზრებიდან“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კომპანია Stalder Rail-ი 80-წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს აწარმოებს.