სალომე ზურაბიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაში მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრო
სალომე ზურაბიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაში მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისთვის გამართულ ლანჩს დაესწრო

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სახელით კონფერენციაში მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისთვის ლანჩი გაიმართა. ლანჩს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე სესიაზე სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას გააცნო 1920 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილი წერილი, დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის ხელმოწერით.

„ჟენევის ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ ერთა ლიგაში მონაწილეობა სწორედ იმ უფლებით მიიღო, როგორც ლიგის სხვა ქვეყნების მთავრობებმა. განსაკუთრებული სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც შრომის საერთაშორისო ბიურო იმყოფება, რომლის პრეზიდენტი თქვენ ბრძანდებით, თქვენო აღმატებულებავ, აღნიშნული წერილით, პატივი მაქვს, საქართველოს მთავრობის სახელით მოგთხოვოთ საქართველოს აღნიშნულ ბიუროში სწრაფი გაწევრიანება“, – აღნიშნულია ევგენი გეგეჭკორის წერილში.