სალომე ზურაბიშვილი - შავი ზღვა კვლავ უნდა გავხადოთ თანამშრომლობის ზღვად, რომელიც დააკავშირებს ევროკავშირსა და ჩვენს რეგიონს, რაც სტაბილურობის დანამატი იქნება
სალომე ზურაბიშვილი - შავი ზღვა კვლავ უნდა გავხადოთ თანამშრომლობის ზღვად, რომელიც დააკავშირებს ევროკავშირსა და ჩვენს რეგიონს, რაც სტაბილურობის დანამატი იქნება

შავი ზღვა კვლავ უნდა გავხადოთ თანამშრომლობის ზღვად, რომელიც დააკავშირებს ევროკავშირსა და ჩვენს რეგიონს, რაც სტაბილურობის დანამატი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპული გზა რეგიონალურ სტაბილურობასა და რეგიონში დემოკრატიული განვითარებას უწყობს ხელს.

„მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საოკუპაციო ხაზთან სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 23 იანვრამდე გაგრძელდება.