სალომე ზურაბიშვილი საშობაო ლიტურგიას სოფელ ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში ესწრება
სალომე ზურაბიშვილი საშობაო ლიტურგიას სოფელ ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში ესწრება

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია ტარდება.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია ატარებს. ტაძარში შობის დღესასწაულის შესახვედრად მრევლი სხვადასხვა სოფლებიდან მოვიდა.

ნიქოზში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი სადღესასწაულო წირვას ესწრება.

ბოლო ხუთი წელი შობის დღესასწაულს ეპარქიის წინამძღოლი ოკუპირებულ ახალგორში ხვდებოდა. წელს მეუფე ისაიამ ოკუპირებული ახალგორის ღვთისმშობლის ტაძარში წირვა ვერ აღავლინა, რადგან დე ფაქტო რეჟიმმა ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტა.