სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ახალი მიდგომები სჭირდება, რათა მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით
საქართველოს ახალი მიდგომები სჭირდება, რათა მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.
„საქართველოს ახალი მიდგომები სჭირდება, ახალი მიდგომები დიალოგთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებისთვის; იმისთვის, რომ დავაახლოოთ კავკასია, მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით, რათა შევქმნათ პატარა ქვეყნებისთვის ერთობლივი ხმა გლობალური ძალაუფლების ბალანსისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, ის წერს ახალი მოწვევის პარლამენტის გამოწვევებთან დაკავშირებით.
„ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც ხელს გვიშლის ზრდაში, დაწყებული ნეპოტიზმით, არაპროფესიონალიზმით, სახელმწიფო უწყებებში მერკანტილური მიდგომებითა და ინიციატივის შიშით. ეს ის საკითხებია, რომლებიც ახალი პარლამენტის გამოწვევა იქნება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.