სალომე ზურაბიშვილი – საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს, მნიშვნელოვანია, რომ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი
საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა.
„საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. გილოცავთ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი დღეს გადასცა.
Big step today as Georgia submits its EU membership questionnaire, joining Ukraine and Moldova. This is what brings our three countries together.
What matters is that our nation is and remains united in this historical process.
Congratulations!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 2, 2022