სალომე ზურაბიშვილი - საქართველო პატივს მიაგებს დიმიტრი ამილახვარის ხსოვნასა და მის ბრძოლას საფრანგეთისთვის
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო პატივს მიაგებს დიმიტრი ამილახვარის ხსოვნასა და მის ბრძოლას საფრანგეთისთვის

79 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი ელ ალამეინის ბრძოლაში დაიღუპა.

„საქართველო, მისი სამშობლო, პატივს მიაგებს მის ხსოვნასა და მის ბრძოლას საფრანგეთისთვის“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს, რომ საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის მეთაური იხსენებს დიმიტრი ამილახვარის გმირულ ბრძოლაში გარდაცვალებას.

საფრანგეთში უცხოელთა ლეგიონის მე-13 ბრიგადა კიდევ ერთხელ იხსენებს ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს და მის ხსოვნას პატივს მიაგებს. „სამაგალითოა ამ კაცის მოღვაწეობა. პატივს მივაგებთ მის ხსოვნას“, – წერს „ტვიტერზე“ საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონის მეთაური.