სალომე ზურაბიშვილი – საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს
საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს.
„საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. საქართველო და უკრაინა სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგანან. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
Georgia welcome the deescalation steps on the Ukrainian border. 🇬🇪 shares with 🇺🇦 the same concerns about stability and territorial integrity. Support by international partners are proving to be effective.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 23, 2021