სალომე ზურაბიშვილი – საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ

23:16, 12.06.2021

აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეთანხმების მიღწევას ულოცავს.

„ბატონო ირაკლი, გილოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას. საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ. ნდობის შენება მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

მსგავსი