სალომე ზურაბიშვილი - საქართველო გააგრძელებს ევროპულ გზას, მშვიდობით აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და დავამტკიცებთ ჩვენს სიმტკიცეს დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ
სალომე ზურაბიშვილი - საქართველო გააგრძელებს ევროპულ გზას, მშვიდობით აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და დავამტკიცებთ ჩვენს სიმტკიცეს დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ

რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. 2008 წლიდან 15 წლის შემდეგ მას კვლავ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს. საქართველო გააგრძელებს ევროპულ გზას, მშვიდობით აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და დავამტკიცებთ ჩვენს სიმტკიცეს დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.