სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ევროპულ გზაზე უფრო კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის
საქართველო ევროპულ გზაზე უფრო კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ექვსი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
„საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულება ექვსი წლის წინ გააფორმეს. პროგრესისა და ერთმანეთთან დაახლოების წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო ევროპულ გზაზე უფრო კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.