სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით დანიაში გაემგზავრება

07:09, 16.09.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოში გაემგზავრება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კოპენჰაგენში საქართველოს პრეზიდენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრება.

მსგავსი