სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რუსთავში ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა და ქარხანაში არსებულ პირობებს გაეცნო.

„ჩემი სურვილი იყო აქაური საწარმოს დათვალიერება და თანამშრომლებთან შეხვედრა, რადგან პირველ რიგში გამეგო რა პირობებია, ვინაიდან, მინდა ევროპული სტანდარტების შემოტანა საწარმოებში. ეს საწარმო, ამ კუთხით არის ერთ-ერთი სამაგალითო, რომელიც ყველა სტანდარტს და ადამიანურ პირობას იცავს. ასევე, ეს არის თანამედროვე საწარმო, დასაქმებულია რუსთაველი მოსახლეობის დიდი ნაწილი. რეგიონების განვითარება კი ნიშნავს, რომ ადამიანების მიგრაცია შემცირდება, ამიტომ ეს არის მომავალი და ვისურვებ, რომ ასეთი ფორმით, ასეთი დაცულობით ბევრი სხვა საწარმო არსებობდეს საქართველოში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.