სალომე ზურაბიშვილი - რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელმაც იცის, საით მიდის და აქვს მკაფიო ევროატლანტიკური პერსპექტივა
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელმაც იცის, საით მიდის და აქვს მკაფიო ევროატლანტიკური პერსპექტივა

საქართველოს მოსახლეობის რეაქცია იყო სრულიად ბუნებრივი. ამის შესახებ საქართვეოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ბოლო დღეებში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით „ბიბისის“ რადიოს ერთ-ერთ გადაცემაში ინტერვიუს დროს განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, პრობლემა არის ის, რომ სპონტანური და მასობრივი პროტესტი საღამოს საათებში ადამიანების მცირე ჯგუფმა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. მათი მიზანი კი დესტაბილიზაცია და პარლამენტის შენობის დაკავება იყო.

„ბიბისის“ ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრზე დაუსვა კითხვა, რომელიც, როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, განვითარებული მოვლენების ფონზე კვლავ პოსტზე რჩება. ამასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოში ახლა უმთავრესი სტაბილურობაა. ქვეყნის სტაბილურობა კი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრს უკავშირდება, რადგან ის საკმაოდ პატივცემული პიროვნებაა.

„რუსეთისთვის რეგიონში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საქართველოს სტაბილურობაა. საქართველოს სტაბილურობა კი შინაგან საქმეთა მინისტრთან არის დაკავშირებული, რომელიც საკმაოდ პატივცემული პიროვნებაა. ძალიან უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც რეგიონში ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შორის ვითარება დაძაბულია. ხვალ სტამბოლში არჩევნები იმართება. საქართველო ევროპისკენ სტაბილურად მიიწევს. შემდეგ თვეში კი, ევროკავშირთან პარტნიორობის საკმაოდ მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება. სწორედ ასეთ პერიოდში არის ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობები. სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, რომელმაც იცის, საით მიდის და აქვს მკაფიო ევროატლანტიკური პერსპექტივა. სწორედ ამიტომ გასაკვირი არის არის, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის წოდების გამო, ბატონმა მედვედევმა გამაკრიტიკა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ბიბისისთან“ ინტერვიუს დროს.