სალომე ზურაბიშვილი - მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი
სალომე ზურაბიშვილი - მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი

ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი, ოკუპირებული ტერიტორიებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.

„მგონი, კარასინი არ უნდა იყოს პოლიტიკური პირი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს.

მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიებისადმი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც გრიგორი კარასინმა განაცხადა, იმედოვნებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შემცირდებოდა, მაგრამ იმედები, მისივე თქმით, არ გამართლდა.