სალომე ზურაბიშვილი – ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა, ამ მძიმე ვითარებაში საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

21:22, 09.10.2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ საშუალება უნდა მისცეს ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

როგორც სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მსგავსი