სალომე ზურაბიშვილი – ქალები არიან ყველაზე მაგარი ამ ქვეყანაში და დიდ იმედს წარმოადგენენ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისა და თავისუფალი საქართველოსთვის

19:02, 25.12.2024

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში ქალთა მარშის მონაწილეებთან გავიდა და მათ მიესალმა.

სალომე ზურაბიშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქალები ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ თავისუფალი საქართველოსთვის.

„ქალები არიან ყველაზე მაგარი ამ ქვეყანაში და ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისა და თავისუფალი საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქალთა მარშის მონაწილეებმა ორბელიანების მოედანზე ფილარმონიიდან მსვლელობით გადაინაცვლეს.

მსგავსი