სალომე ზურაბიშვილი - პროტესტი თავიდან იყო სპონტანური, იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზებული გახდებოდა
სალომე ზურაბიშვილი - პროტესტი თავიდან იყო სპონტანური, იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზებული გახდებოდა

ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს დიპლომატიური საშუალებები იმისთვის, რომ დაარეგულიროს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამას რამე უნდა მოვუხერხოთ და ჩემი აზრით, სწორედ ამის მოტანა სურდათ აქციის მონაწილეებს ჩვენამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თავდაპირველად პროტესტი იყო სპონტანური, სანამ ის პოლიტიზებული გახდებოდა.

„ვფიქრობ, რომ პროტესტი თავიდან იყო სპონტანური, იმ მომენტამდე, ვიდრე ის პოლიტიზებული გახდებოდა, ამ პოლიტიზებას ახლაც აქვს ადგილი. ჩემი აზრით, მიზეზი არის ამ კონფლიქტის ღია ჭრილობა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ჩვენში და ჩვენს ევროპელ პარტნიორებში უნდა იწვევდეს ღრმა შეშფოთებას. პრობლემის გადაუჭრელობას, გაყინულ სიტუაციას ადამიანები ვერ ეგუებიან დიდი ხნის განმავლობაში. ქართველები ამაყი ერია. საქართველოს ისტორია გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ უნდა დავარეგულიროთ ეს საკითხი. საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა არსებული რეალობისადმი. ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს დიპლომატიური საშუალებები იმისთვის, რომ დაარეგულიროს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამას რამე უნდა მოვუხერხოთ და ჩემი აზრით, სწორედ ამის მოტანა სურდათ აქციის მონაწილეებს ჩვენამდე: ჩვენ ყველამ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად „ჟენევის ფორმატში“. ამ ფორმატმა თანდათან დაკარგა არა მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ფორმატი არ არსებობს და ის ჩვენთვის უკიდურესად საჭიროა, თუმცა, საჭიროა მისი ახალ პოლიტიკურ დონეზე აყვანა, რომ მან ნამდვილად იმუშავოს . მან უნდა გადაჭრას პრობლემები და არ უნდა იყოს მხოლოდ ტექნიკური საკითხების განხილვისთვის. სწორედ ასეთი იყო სიგნალი, რომელიც გამოგზავნეს თბილისის ქუჩებში მყოფმა პროტესტის მონაწილეეებმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.