სალომე ზურაბიშვილი - პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების თვალსაზრისით ნაპოვნმა ახალმა ბალანსმა სამართლიანი არჩევნების საფუძველი უზრუნველყო
სალომე ზურაბიშვილი - პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების თვალსაზრისით ნაპოვნმა ახალმა ბალანსმა სამართლიანი არჩევნების საფუძველი უზრუნველყო

ჩვენ მოვახერხეთ, კოვიდის მიუხედავად წინ გვევლო, რაც პოლიტიკური წარმატების ისტორიას ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

მან საარჩევნო რეფორმირების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოზიტიურ დასკვნამდე მივიდა საკონსტიტუციო ცვლილებები.

„კონსტიტუციური შესწორებები, მიუხედავად დაძაბული და რთული დასაწყისისა, აღნიშნული პროცესი, რომელიც ყველას მიერ იყო დანახული, როგორც წინაპირობა დემოკრატიული არჩევნებისა მომავალში, პოზიტიურ დასკვნამდე მივიდა. როგორც ბრძოლა კოვიდთან, წარმატება პოლიტიკურ სფეროში გახლავთ საზომი თანამშრომლობისა ჩვენს პარნტიორებთან. აღნიშნული დასკვნა და ამ პროცესის დასრულება აქ წარმოდგენილი საერთაშორისო საზოგადოების და ფასილიტატორების დამსახურებაა, რომლებმაც კონსენსუსის მიღწევა მოახერხეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნულ პროცესში პრეზიდენტის როლზეც გაამახვილა ყურადღება.

„მინდა, პრეზიდენტის როლიც აღვნიშნო, რომელიც მიმართული იყო, თავიდან აგვეცილებინა ამ სიტუაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენება დესტაბილიზაციამდე მისასვლელად. ეს წინა პლანზე წამოწევს შიდა სტაბილურობასა და დეპოლარიზაციას, რომელიც გახლდათ ჩემი ერთ-ერთი ჩემი მიზანი დასაწყისშივე და რჩება ჩემი, როგორც მოთამაშის ძირითად როლად და პრეზიდენტის ძირითად აქცენტად საარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ნაპოვნი ბალანსი და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საფუძველს უზრუნველყოფს.

„ახალმა ბალანსმა, რომელიც პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების თვალსაზრისით იქნა ნაპოვნი, რომელიც ოდირის რეკომენდაციების დიდ უმრავლესობას გულისხმობს და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებმა, რომელიც გულისხმობს ბარიერების შემცირებას, კვოტას ქალებისთვის, დაფინანსების ახალ გზებს, უზურუნველყო საფუძველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.