სალომე ზურაბიშვილი პრინც ჩარლზს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

00:04, 26.03.2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ხალხს „ტვიტერის“ საშუალებით მიმართა და ვიდეომიმართვაში პრინც ჩარლზს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„ამ გაჭირვების ჟამს მოგმართავთ გაერთიანებული სამეფოს ხალხს – ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! პრინც ჩარლზს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თქვენ ყველას კი ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას!”- აღნიშნულია პრეზიდენტის ვიდეომიმართვაში, რომელიც „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა.

დიდ ბრიტანეთში პრინც ჩარლზს კორონავირუსი, „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ბიბისი“ ავრცელებს.

მსგავსი