სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება

13:03, 12.12.2018

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ ვიზიტის შესახებ საუბარი იყო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაიასთან დღევანდელ შეხვედრაზე.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრებს ნატო-სა და ევროკავშირში გამართავს.

მსგავსი