სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, „დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა“ მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, „დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა“ მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა

პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე, „დესმონდ და ლია ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა“ (Desmond and Leah Tutu Legacy Foundation) მზია ამაღლობელს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორ ზურაბიშვილი წერს, „ფონდმა ურყევი სოლიდარობა გამოხატა მზია ამაღლობელისა და ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც განიცდიან დევნას“.

„მშვიდობის, სამართლის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური აქტივიზმის ხელშეწყობაზე მომუშავე ფონდმა დღეს განცხადება გაავრცელა და ურყევი სოლიდარობა გამოხატა მზია ამაღლობელისა და ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც განიცდიან ცენზურას, დევნას და ძალადობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.