სალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტი არასდროს იფიცება, რადგან პრეზიდენტი უნდა პრეზიდენტობდეს, მაგრამ დგას ხალხის გვერდით, რომელიც იფიცება და სწორ ბრძოლაშია ჩართული

17:50, 15.01.2025

პრეზიდენტი არასდროს იფიცება იმიტომ, რომ პრეზიდენტი უნდა პრეზიდენტობდეს, მაგრამ დგას ხალხის გვერდით, რომელიც იფიცება და სწორ ბრძოლაში არის ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი კოსტავას გამზირზე იმყოფებოდა.

„ჩემი პოზიცია არის, რომ პრეზიდენტი არასდროს არ იფიცება იმიტომ, რომ პრეზიდენტი უნდა პრეზიდენტობდეს, მაგრამ დგას ხალხის გვერდით, რომელიც იფიცება და რომელიც ძალიან სწორ ბრძოლაში არის ჩართული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი