სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში წმინდა გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში წმინდა გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის ფოსტების ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას განცხადებით, გრიგოლ ფერაძის ღვაწლი განსაკუთრებულია პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ეკლესიისა და ქართული კულტურის წინაშე, ასევე, ეროვნული საგანძურის შენახვისა და გადარჩენის საქმეში.

„ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერება, და არა მხოლოდ გრიგოლ ფერაძის, არამედ მილიონობით ადამიანის თავგანწირვის გახსენება, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ უდიდეს ტრაგედიას ემსხვერპლნენ. გრიგოლ ფერაძე იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ეს წყვდიადი საკუთარი საქციელითა და მოწამეობრივი თავგანწირვით გაანათა“, – განაცხადა ნათია სულავამ.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.