სალომე ზურაბიშვილი - პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები
სალომე ზურაბიშვილი - პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, ძალადობის წინააღმდეგ იბრძოლებს.

დიდ ჯიხაიშში, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დამანგრეველია.

„პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები. არ შეიძლება, პირველი ქალი პრეზიდენტი ქალების პრეზიდენტი არ იყოს. დიდი ხანია, ჩვენს ისტორიაში მსგავსი ფაქტები არ მომხდარა. საზოგადოების იმ ნაწილზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც დღეს, ქვეყანაში უმრავლესობასა და ძალიან აქტიურ ნაწილს წარმოადგენს. ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა გაჩნდა, რაც დამანგრეველია არა მხოლოდ სტატისტიკის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი კულტურის დანგრევაა. ეს არის ის, რაც არასოდეს ხდებოდა და დღეს მზარდია. ამას მიხედვა სჭირდება, ამ საკითხის მიმართ ყურადღებით ვიქნები და ვისაც ეს საკითხი აწუხებს, მივიღებ და მათთან ერთად ვიმუშავებ იმაზე, ამის წინააღმდეგ ქვეყნის პოლიტიკა რა უნდა იყოს. ამ ყველაფერს მთავრობას მედიტორის როლით გადავცემ, რათა საჭირო ზომები მივიღოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.