სალომე ზურაბიშვილი პეტრ პაველს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

11:05, 29.01.2023

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პეტრ პაველს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ გენერალო პაველ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას და ველი თქვენთან თანამშრომლობას საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომელიც დაფუძნებულია ჩვენ საერთო ევროპულ ფასეულობებზე“,- აღნიშნავს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

ჩეხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. არჩევნების მეორე ტურის შედეგად, გამარჯვება ხმათა 57.6%-ით ყოფილმა გენერალმა, პეტრ პაველმა მოიპოვა.

 

 

მსგავსი