სალომე ზურაბიშვილი - პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ევროკავშირში ინტეგრაცია
სალომე ზურაბიშვილი - პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ევროკავშირში ინტეგრაცია

პასუხი რუსეთის აგრესიაზე არის ევროკავშირში ინტეგრაცია, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა და მიიღო მონაწილეობა დისკუსიაში სახელწოდებით „ქალები კონფლიქტებში“.

„როდესაც რუსი ჯარისკაცები საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში იმყოფებიან, ეს არის ძალიან მკაფიო მუქარა, რომელიც იზრდება, როდესაც კეთდება განცხადებები ისეთივე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, როგორიც ჩატარდა ყირიმში. შემდეგ ეს რეფერენდუმი გაუქმდა. თუმცა ხვალ შეიძლება ეს საფრთხე ისევ დაბრუნდეს. საფრთხე მუდმივად არსებობს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს საფრთხე მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ეს ეხება ევროპის ყველა ქვეყანას. რაც არ გაკეთდა მაშინ, როდესაც მოხდა ყირიმი, რაც არ გაკეთდა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს, ახლა უნდა გაკეთდეს. ნაწილობრივ ეს გაკეთებულია, რადგან ევროკავშირმა და ევროპელმა ლიდერებმა გააცნობიერეს რუსეთის ნამდვილი სახე და მიზანი. მაგრამ ახლა არის გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯი, რათა რუსეთს პასუხი გაეცეს და ეს პასუხი არის ევროკავშირში ინტეგრაცია“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.