სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

15:52, 15.01.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

„გულწრფელად ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ვუსურვებ მას წარმატებას, ჩვენს მეგობარ სომეხ ხალხს კი კეთილდღეობას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

სომხეთის პრემიერს მილოცვის წერილი გუშინ გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის მეთაურის პოსტი საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ დაიკავა.

მსგავსი