სალომე ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის 180 წლისთავის მასშტაბურად აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა
სალომე ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის 180 წლისთავის მასშტაბურად აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის 180 წლისთავის მასშტაბურად აღნიშვნის ინიციატივით ფოთში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას გამოვიდა.

ნიკო ნიკოლაძის 180 წლისთავი მომავალ წელს აღინიშნება. ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ნიკო ნიკოლაძის იუბილესთან დაკავშირებით ფოთში იგეგმება ღონისძიებები და პრეზიდენტი ამ ღონისძიებებშიც ჩაერთვება.

ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას, რომელსაც ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა და მერის პირველი მოადგილე დავით კვიციანი ესწრებოდნენ ქალაქის უნიკალური შესაძლებლობები და განვითარების პოტენციალი განიხილეს.

„ფოთის საზღვაო ნავსადგური ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი პოტენციალის მქონე ეკონომიკური მიმართულებაა, რომელსაც ჩვენს ქალაქში დასაქმების კუთხით ძალიან დიდი წილი უჭირავს ურთიერთთანამშრომლობა ქალაქის სასიკეთოდ მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული“, – განაცხადა ვაჭარაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.