სალომე ზურაბიშვილი – ნაყოფიერი საუბარი შედგა რობერტა მეცოლასთან, როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივის გაძლიერების შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ევროპულ გზაზე.
„ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს ზურაბიშვილი.
Very fruitful conversation with #robertametsola@EU_President on how to strengthen Georgia’s prospects for candidate Status. I stressed the unwavering determination of the 🇬🇪population on this 🇪🇺path. We count on #EUParliament support.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 15, 2023