სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნის და ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების პროგრესის საკითხი განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებსაც. ასევე, მედლინ მუნიმ სალომე ზურაბიშვილს დღეს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან სტუმრობასთან დაკავშირებით შთაბეჭდილებები და ემოციები გაუზიარა.

ამასთან, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან განიხილა შიდაპოლიტიკური საკითხები, პრეზიდენტის ახალი ფუნქციები და ეკონომიკური პროექტები.