სალომე ზურაბიშვილი - ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, თუმცა, რთულია იმის დანახვა, როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია
ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, თუმცა, რთულია იმის დანახვა, როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ (JDD) ინტერვიუში.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოს ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამას მომავალი ადგილობრივი არჩევნები გვიჩვენებს.
„პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. ცხრა წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.