სალომე ზურაბიშვილი - მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ვუსურვოთ გამოჯანმრთელება #1TVSPORT
სალომე ზურაბიშვილი - მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ვუსურვოთ გამოჯანმრთელება #1TVSPORT

ივნისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა, სადაც ერთი ამხანაგური მატჩი გამართა. მას მერე იოჰანესბურგის ჰოსპიტალში იმყოფება „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომლის მდგომარეობა კორონავირუსის გამო ძალიან გართულდა.

მის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა:

„საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

იგი იოჰანესბურგის ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია (Milpark hospitals). ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სხვაგან გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო.

ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი. ადგილზე ძალიან ეხმარება ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარმატებული და ავტორიტეტული სპეციალისტია.

ვუსურვოთ გამოჯანმრთელება.“

დატოვე კომენტარი