სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, კარგად შევარჩიოთ ადამიანები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნებიან
სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, კარგად შევარჩიოთ ადამიანები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნებიან

ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად შევარჩიოთ ადამიანები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნებიან, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ნათელა მაჭავარიანთან შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნაზე, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ზოგადად, კონსულტაციები ბევრ ადამიანთან მიმდინარეობს, თუმცა აჩქარებას არ აპირებს.

„ეს ჯერ ახალი ამბავია. კონსულტაციები ძალიან ბევრ ადამიანთან მიმდინარეობს. თქვენ ნახავთ, რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი შემოვა და გავა. ცოტა დრო მომეცით. დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად შევარჩიოთ ადამიანები, რომლებიც იქნებიან ადმინისტრაციაში. ასე რომ, ზედმეტი აჩქარება არ მინდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.