სალომე ზურაბიშვილი – მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა გიტანას ნაუსედასთან, ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით, მადლობა მხარდაჭერისთვის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით. მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
Had an important meeting with President @GitanasNauseda of 🇱🇹, a long-standing friend & ally of Georgia. Amid the critical juncture in Georgia’s EU integration path, your unwavering support is invaluable
🇱🇹 has always stood strong with 🇬🇪 – grateful for your pivotal support 🇪🇺
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 27, 2023