სალომე ზურაბიშვილი - მივიღეთ დაპირება, რომ ლიეტუვა ვაქცინების კუთხით დაგვეხმარება
სალომე ზურაბიშვილი - მივიღეთ დაპირება, რომ ლიეტუვა ვაქცინების კუთხით დაგვეხმარება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიიღო დაპირება და ლიეტუვა საქართველოს ვაქცინებით დაეხმარება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაოდენობას ჯერ კიდევ დაზუსტებული არის ვაქცინების, მაგრამ ლიეტუვის მხრიდან ვაქცინების გადმოცემა, არის სოლიდარობის ნიშანი.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ უნდა გაფართოვდეს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები, ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღნიშნა, რომ ჩვენი საზღვრები ღია არის ვაქცინირებული ადამიანებისთვის და იმათთვის, ვისაც პისიარ ტესტები ექნებათ. ძალიან საჭიროა საქართველოსთვის, რომ ეს ტურისტული ურთიერთობები აღდგეს, რაც შეიძლება სწრაფად, რამეთუ ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ეკონომიკური აღდგენის ამ ძალიან რთული პერიოდის შემდეგ და ვიცით, რა ინტერესი არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოსახლეობისგან საქართველოს მიმართ. იმედი მაქვს, მივიღებთ ამ ზაფხულშივე ძალიან ბევრ ტურისტს. ასევე ვისაუბრეთ კულტურულ ურთიერთობებზე და ამ მხრივაც მეგობრობა, რაც არსებობს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მოქალაქეების შორის საჭიროა, რომ მეტი კულტურული ურთიერთობა იყოს. ვისაუბრეთ იმის შესაძლებლობაზე, რომ ჩვენ ხელახლა, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, დავგეგმოთ ლიეტუვას დღეები საქართველოში და საქართველოს დღეები ლიეტუვაში და ამით ურთიერთგაგება გავაღრმავოთ, გავაძლიეროთ და ესეც არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ფორმა. მივესალმები, რომ დღევანდელი დღე ამ განცხადებით და ერთობლივი განცხადების ხელმოწერით დაიწყო. იმედი მაქვს, ეს გაგრძელდება, თქვენი სხვა შეხვედრების დროს კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთგაგებას და მხარდაჭერის კონკრეტული ფორმების მოძიებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს და ჩვენი ორივე ქვეყნის მომავლისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი