სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას, ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას, ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი

ქვეყანამ უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას. ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე.

ქვეყანამ უნდა იცოდეს, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ვინც ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.