სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები შსს-ს მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია საკითხზე, რომელიც აღელვებს
სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები შსს-ს მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია საკითხზე, რომელიც აღელვებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პრეზიდენტის თქმით, მიესალმება შსს-ს მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.

„მივესალმები უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა და შს მინისტრმა ქვეყნის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები განიხილეს.

ამასთან, დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციიდან შემოსული და გასული მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.