სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას, ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს

17:04, 17.12.2022

ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, შავი ზღვა ევროპული ხდება, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს.

„მივესალმები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს“, – წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი