სალომე ზურაბიშვილი – მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება

22:31, 17.05.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიის პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება.

„მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა!

მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება.

საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი