სალომე ზურაბიშვილი - მისასალმებელია ევროკომისიის პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს
სალომე ზურაბიშვილი - მისასალმებელია ევროკომისიის პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომიის ანგარიშს ეხმაურება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.

მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.