სალომე ზურაბიშვილი - მინდა, სრულიად საქართველოს ბედნიერება ვუსურვო, ისეთი, როგორიც იყო დღეს სამების ტაძარში
სალომე ზურაბიშვილი - მინდა, სრულიად საქართველოს ბედნიერება ვუსურვო, ისეთი, როგორიც იყო დღეს სამების ტაძარში

მინდა, სრულიად საქართველოს ბედნიერება ვუსურვო, ისეთი, როგორიც იყო დღეს სამების ტაძარში, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

„ქრისტე აღდგა. მინდა, რომ სრულიად საქართველოს, თითოეულ ოჯახს მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სიხარული, ბედნიერება ვუსურვო, ისეთი, როგორიც იყო დღეს ამ ტაძარში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.