სალომე ზურაბიშვილი - მედია საკუთარ თავს აზიანებს, როდესაც ებმება პოლიტიკურ ბრძოლაში და გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად
სალომე ზურაბიშვილი - მედია საკუთარ თავს აზიანებს, როდესაც ებმება პოლიტიკურ ბრძოლაში და გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მედია საკუთარ თავს აზიანებს, როდესაც ებმება პოლიტიკურ ბრძოლაში და გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად. ამის შესახებ მან ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

„მედია, რომლის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატია, საკუთარ თავს აზიანებს, როდესაც წინ არ აღუდგება პოლარიზებას, როცა ებმება პოლიტიკურ ბრძოლაში და გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად. საკუთარი თავის დისკრედიტაციით მან შეიძლება, დაკარგოს ინფორმაციული ფუნქცია და საზოგადოების ნდობა. მისთვის fake ნიუსებიც დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მედიის ვალია, ამ გამოწვევებს პროფესიონალიზმით და მიუკერძოებლობით გაუმკლავდეს, რაც საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა. ამ ჩამონათვალიდან ნათლად ჩანს, რომ დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე არა რომელიმე ერთი ინსტიტუტია, არამედ ყველაფერი, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა და რაზეც დღეს ის და მისი მომავალი დგას. თუ ამას წინ არ აღვუდგებით, მივიღებთ ნდობადაკარგულ, დემორალიზების გზაზე მდგარ, ნიჰილიზმით შემოსილ საზოგადოებას. ამგვარი საზოგადოება ხომ ყველა მტრის მიზანია. ამიტომ ამ ინსტიტუტების დაცვა სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს დაცვა! ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა.