სალომე ზურაბიშვილი - მძიმე დღე და ღამე დაგვიდგა, სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და სიტყვის მიღმა დარჩენილი კიდევ ერთი ტრაგედია, არქივში ხანძარი კი წარსულის, მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში
მძიმე დღე და ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენს საზოგადოებას. არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს, წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ დროს კი, როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთნება, თუ პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენი საქციელის, მოუმზადებლობის, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია… ვაგრძელებთ ძველებურად – ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა! “- წერს სალომე ზურაბიშვილი.