სალომე ზურაბიშვილი - მარიხუანას კულტივაცია ის საკითხია, რომელზეც ​საპატრიარქოს უნდა მოვუსმინოთ
სალომე ზურაბიშვილი - მარიხუანას კულტივაცია ის საკითხია, რომელზეც ​საპატრიარქოს უნდა მოვუსმინოთ

მარიხუანას კულტივაცია ის საკითხია, რომელზეც ​საპატრიარქოს უნდა მოვუსმინოთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

„საპატრიარქო არის საზოგადოების ნაწილი და წინამძღვარი, ამიტომ, ამ კუთხით, მისი აზრი უნდა გავითვალისწინოთ. ყველა კანონის საჯარო განხილვა არის საჭირო, მით უმეტეს, თუ ეს ეხება საზოგადოებას“, – განაცხადა პირველ არხთან სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია. თუმცა, ზურაბიშვილის მოსაზრებით, დეკრიმინალიზაციის შესახებ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია.

„მგონია, რომ აუცილებელი იყო ახალი კანონი. ის, რაც წინა რეჟიმის დროს ხდებოდა, არ არის ცივილიზებული ფორმა, როცა ციხეში სვამ და ამით ებრძვი ამ დაავადებას. საინფორმაციო კამპანია არ იყო იმ დონის, რაც უნდა ყოფილიყო. ეს არის მძიმე დაავადება და სენი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეულ სოფელსა და სკოლაში უნდა გავაფრთხილოთ ჩვენი ახალგაზრდები, თუ რა საფრთხეები არსებობს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი